ფესტივალი Rockაია პროტესტის ნიშნად მუშაობას დროებით
წყვეტს.
შესაბამისი განცხადება საორგანიზაციო ჯგუფმა ცოტა ხნის წინ
გააკეთა.
''დღეს, ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს
ვალდებულად ვთვლით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი - "უცხოური
გავლენის გამჭირვალობის შესახებ" ხელს შეუშლის საქართველოს
ევროინტეგრაციას. მიგვაჩნია, რომ ახლა არაფერია უფრო მნიშვნელოვანი,
ვიდრე საქართველოს ისტორიული არჩევნის და ევროპული ფასეულობების
დაცვა. ამ ეტაპისთვის ღოცკაია წყვეტს მუშაობას და არსებული ძალებითა
და რესურსებით მხარს დაუჭერს აქციების ორგანიზებას ქუთაისში, ღოცკაია
მზად არის მუსიკალურად გაამრავალფეროვნოს აქციები.
შესაბამისად ღოცკაია აქტიურად უერთდება საქართველოში მიმდინარე
აქციებს და აგრძელებს ბრძოლას საერთო ევროპული მიზნის მისაღწევად,'' -
წერია განცხადებაში.
მოქალაქეები რუსული კანონს ერთ თვეზე მეტია აპროტესეტბენ და მის
უკან გაწვევას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად დღეს უმაღლესი
სასწავლებლების სტუდენტები გაიფიცნენ.
საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს,
მეორე მოსმენით კი 1 მაისს მიიღო. ამ კანონს მხარი 83-მა დეპუტატმა
დაუჭირა.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის"
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია
მასალის გამოყენების პირობები