ახალი ამბები
"ვტოვებთ აუდიტორიებს" - სტუდენტების მასობრივი გაფიცვა
FaceBook
სტუდენტების გაფიცვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც შეურთდენენ.
"გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ "კიუს" სტუდენტები დგანან იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო შესაბამისად, ჩვენ ვუერთდებით ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ვტოვებთ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. „გამჭვირვალობის კანონს“ უკან არ გაიწვევს
დიდება საქართველოს!“, -  წერია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

13 მაისიდან გაფიცვას უერთდებიან აკაკი  წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლების საპროტეტსო მსვლეობისთვის ემზადებიან. 



გაფიცვას ასევე უერთდებიან:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;

GIPA-ს სტუდენტები;

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები;

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები;

თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები;

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები;

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები;

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები;

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები;

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები;

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები;

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (თბილისის წარმომადგენლობა) სტუდენტთა ნაწილი, უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლად;

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

სტუდენტების განცხადებით, ისინი ადიტორიებში მანამ არ დაბრუნებდებიან, ვიდერ "ქართული ოცნება" რუსულ  კანონს უკან არ გაიწვევს. 

ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.