325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის
ბიუჯეტი შეივსო. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის
სამსახური ავრცელებს.
როგორც ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებშია აღნიშნული.ბიუჯეტის მთავარი
შემავსებელი საგადასახადო შემოსავლებია, რომელიც 16,9 მლრდ ლარზე მეტს
შეადგენს.
აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, 2023 წელს ბიუჯეტში
შემოსული უცხოური დაფინანსებიდან 58,4% (190,372 მლნ ლარი) ბიუჯეტის
მხარდამჭერი გრანტები იყო, ხოლო 41,6% (135,417 მლნ ლარი)
საინვესტიციო გრანტები.
საგულისხმოა ის ფაქტი რომ 2021 წლიდან ბიუჯეტში გრანტების მოცულობა
იკლებს. კერძოდ, 2021 წელს უცხოური დაფინანსება 487,1 მლნ ლარს
შეადგენდა, 2022 წელს - 359 მლნ ლარზე მეტს,
აღსანიშნავია რომ ადმინისტრაციულ ხარჯებიდან კონკრეტულად ჯამური
შრომის ანაზღაურების ხარჯი 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს.
თანამდებობრივი სარგოს ხარჯი 1.5 მლრდ. ლარს.
მასალის გამოყენების პირობები