ახალი ამბები
"გზავნილი ქუთაისიდან" - რუსული კანონის მოწინააღმდეგეები თეთრ ხიდთან აქცია-პერფორმანს განმართავენ
FaceBook
არა რუსულ კანონს! კი ევროპას! - ამ ლოზუნგით, ქუთაისში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. 

პროტესტის 23-ე დღეს, რუსული კანონის მოწინააღმდეგები, 17:00 საათზე, თეთრ ხიდთან შეკრიბებიან და აქცია-პერფორმანს მოაწყობენ.

ამ გზით ქუთაისელი ახალგაზრდები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ამ კანონის მიღების წინააღმდეგები არიან.

აქცია-პერფორმანსის შემდეგ, ადგილზე შეკრებილები, 18:00 საათიდან, საფიჩხიის უბნისკენ მსვლელობას მოაწყობენ. 

"მსვლელობები გაგრძელდება ყოველდღე და მოიცავს მთელ ქალაქს, სანამ ხელისუფლება არ გაიგონებს ქართველი ხალხის ხმას და არ გაიწვევს რუსულ კანონს. გელოდებით ყველას, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერთ მხარს",- განმარტავენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები. 

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, პირველი მოსმენით 17 აპრილს, მეორე მოსმენით კი პირველ მაისს მიიღო. მას მხარი 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.