ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს
აღნიშნავს.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებია
დაგეგმილი, რომელიც, ამჯერად, ქალაქის ცენტრალური მოედნის ნაცვლად,
ასსაფეხურიან კიბეებთან იმართება.
სხვადასხვა გამოფენისთვის ადგილზე დახლები უკვე ეწყობა, რომლებზეც
მერიას გამოფენილი აქვს ბანერი, წარწერით: "ევროკავშირი
საქართველოსთვის",
სინამდვილეში, კი ადგილობრივი
თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები იწონებენ რუსულ კანონს, რომელიც
ეწინააღმდეგება ევროპისკენ სწრაფვას.
გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 3 მაისის 03:00 საათამდე,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით
შეიზღუდება.
ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა.
გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში
სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული
ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას
ხმარდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები