აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმე დღეებად არის გამოცხადებული 7, 8 და
10 მაისიც.
დასვენების დღეა 9 მაისიც - ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
შესაბამისად, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან
განახლდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ოფიციალური უქმე დღეების
ჩამონათვალი კანონმდებლობით რეგულირდება, მათ შორის გახლავთ სააღდგომო
დასვენების დღეები.
წელს აღდგომა 5 მაისსაა.
მასალის გამოყენების პირობები