ახალი ამბები
ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორია გაიყიდა - რა მოეწყობა ადგილზე
FaceBook
ყოფილი კინოთეატრის,  "სულიკოს" შენობის შეძენის შემდეგ, ბიზნესმენმა ვიტალი ონიანმა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორიაც იყიდა. 
სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე ახლადშეძინილ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სივრცის მოწყობა იგეგმება. 

ბიზნესმენის წარმომადგენლის მიხეილ ჩუბინიძის განმარტებით, ამ დროისთვის, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება.

„ჯერჯერობით დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ალბათ, შერეული სივრცე გაკეთდება, როგორც საცხოვრებელი, ასევე გასართობი. სასტუმროს ტიპის აპარტამენტებიც იქნება“,- განმარტა მიხეილ ჩუბინიძემ „ქუთაისიპოსტთან“.



რა ფასად შეიძინა ბიზნესმენმა სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი შენობა, ამას მიხეილ ჩუბინიძე არ აკონკრეტებს. მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ვიტალი ონიანმა ის კერძო პირისგან იყიდა.



რაც შეეხება ყოფილი კინოთეატრის შენობას, რომელიც ვიტალი ონიანმა, ცოტა ხნის წინ, იყიდა, "სულიკოს" ადგილზე, შესაძლოა, 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდეს.

პროექტი ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურში უკვე შეტანილია. სწორედ მათი ნებართვის შემდეგ დაიწყება მშენებლობა, მანამდე კი შენობის სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.