ახალი ამბები
ქუთაისში,1-3 მაისს, "გვირილობასთან" დაკავშირებით მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სასცენო კონსტრუქციის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის, მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება აღმაშენებლის ქუჩის N5-იდან 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიამდე (გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლი).

ამასთან, 2 მაისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საბავშვო გასართობი ატრაქციონების განთავსებისთვის, მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება სადგურის ქუჩა N15-იდან სპორტულ მოედნამდე; ხოლო 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ვინტაჟური ავტომობილების გამოფენის მოწყობისთვის, პარკირება ნაწილობრივ შეიზღუდება დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ.

შეზღუდვები 1 მაისის 18:00 საათიდან 3 მაისის 03:00 საათამდე იმოქმედებს.

2 მაისს, ქუთაისში, გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

ქალაქის მერიამ დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი უკვე გამოაქვეყნა.

''გვირილობა 2024'' ტრადიციული ღონისძიებებით აღინიშნება, თუმცა აქტივობების უმეტესი ნაწილი, განსხვავებით წინა წლებისგან, არა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, არამედ ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება.

გვირილობის აღნიშვნა ბაგრატის ტაძარში ქუთაისის დალოცვით დაიწყება და სამი ოთარის ძეგლის პატივგებით გაგრძელდება. დაგეგმილია ასევე ჯომარდობა მდინარე რიონზე.

ამას გარდა, დღის მანძილზე ასსაფეხურიან კიბესთან მოეწყობა გამოფენები.

საღამოს, 18:00 საათზე, მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში, საოპერო მუსიკის კონცერტი გაიმართება, სადაც სოლისტები ნინო სურგულაძე, სერხიო ესკობარ პერესი და მარიკა მაჩიტაძე იმღერებენ. ღონისძიების დასასრულს კი ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ გალა-კონცერტია დაგეგმილი. 

ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.