გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის
რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა,
გაწვიმდეს. ამასთან, ჰაერის ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით
2-3 გრადუსით დაიკლებს.
„1 მაისს კვლავ მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა 29-31 გრადუსამდე. 2
მაისს ცივი ჰაერის მასები შემოდის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან,
ამიტომ 2-დან 5 მაისის ჩათვლით და შემდეგ დღეებშიც არამდგრადი
ამინდებია მოსალოდნელი. უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს,
შესაძლებელია ელჭექიც და დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება“,-
განმარტავს დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაკლება 3 მაისს-5 მაისსაა
მოსალოდნელი. ამ დღეებში 23-24 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები