საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
რაც შეეხება იმიგრანტების რაოდენობას, ეს რიცხვი 14.5 პროცენტით
გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2
პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის
ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7
პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები