სამარშუტო
ხაზის დანიშვნის
მოთხვნით თვითმმართველობას ორი კვირის წინ თავად მცხოვრებლებმა
მიმართეს.
ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩაზე სამარშუტო ხაზი #101, ადგილობრივი
მცხოვრებელების მოთხოვნით, იმუშავებს. ჭონქაძის ქუჩაზე, სადაც
დევნილების დასახლებაა,
სამარშუტო ხაზის
დანიშვნის მოთხვნით თვითმმართველობას ორი კვირის წინ თავად
მცხოვრებლებმა მიმართეს.
სამარშუტო ხაზი #101 გორას დასახლებას ემსახურებოდა. მერიის
ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, რომ ჭონქაძის ქუჩისთვის ცალკე
ხაზის გამოყოფა შეუძლებელი იყო, რის გამოც არსებული ხაზის გამოყენება
და სვლა-გეზის დაგრძელების გადაწყევტილება მიიღეს.
"უახლოეს დღეებში ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლები შეხვდებიან
მოსახლეობას და მათთან ერთად გადაწყდება ოპტიმალური გრაფიკების
შერჩევა", - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
მასალის გამოყენების პირობები