ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
იმერეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კურორტ წყალტუბოში
15-მდე ქვეყნის 30-მა წარმომადგენელმა, ქართულ მხარესთან ერთად,
გენერალურ ანსამბლეაზე, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების საერთო
ინტერესებზე, ხედვასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ქართული მხარის მიზანია საქართველოში და კერძოდ იმერეთში განვითარდეს
სამედიცინო ტურიზმი, მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და დაინტერესებულ
პირებს შევთავაზოთ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.
საერთაშორისო ანსამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტოს” ეგიდით იმართება.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაცია ევროპის 18 ქვეყნის 50
წევრს აერთიანებს, ასევე ასოციაციის საერთაშორისო პარტნიორები არიან
ამერიკის შეერთებული შტატები და ბრაზილია. აღნიშნულ ასოციაციას
საქართველოდან, იმერეთის რეგიონი 2017 წელს შეუერთდა.
მასალის გამოყენების პირობები