ქუთაისელი აქტივისტი მიშიკო მუმლაძე, რომელიც მესხიშვილის თეატრში
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების
საყოველთაო განხილვაზე
არ
შეუშვეს, დაკავებულია.
შსს-ს ინფორმაციით, მუმლაძე 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან
ხულიგნობას გულისხმობს.
ოჯახის წევრები, რომლებიც მუმლაძეს 4 საათზე მეტია ეძებდნენ,
ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლო პროცესის ჩანიშვნას
ელოდებიან.
სამოქალაქო აქტივისტის მეუღლის,
სოფო
საკანდელიძის თქმით, ხელისუფლებას არ სურდა კრიტიკული შეკითხვების
მოსმენა, ამიტომ პოლიციელებმა ის სიტუაციას განარიდეს.
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში დღეს "ოჯახურ ღირებულებათა და
არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს.
ჩამოსულები იყვნენ უმრავლესობის ლიდერები, მათ შორის პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარეძე, ანრი ოხანაშვილი,
სოზარ სუბარი და სხვები.
შეხვედრას "ქართული ოცნების" მხადამჭერები და საჯარო მოხელეები
ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები