გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, იმერეთის
რეგიონში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, 22-23 აპრილს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო
ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსი დაფიქსირდება.
"24 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 25-26 აპრილს 37
გრადუსი დაფიქსირდება. 25-ში დღის მეორე ნახევრიდან კი 26 აპრილის
ღამის საათების ჩათვლით გაძლიერება დასავლეთის მიმართულების ქარი",-
განმარტა დოდო გვაზავამ.
მისივე თქმით, 27-28 აპრილს შესაძლოა გაწვიმდეს, ჰაერის ტემპერატურა
29-31 გრადუსამდე დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები