რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
რიგითი ქუთაისელები, სტუდენტები, ახალგაზრდები, სამოქალაქო სექტორის,
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, დღეს,
მესხიშვილის თეატრის წინ, 18:00 საათზე შეიკრიბებიან და ხელისუფლებას
კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ამ კანონის მიღების წინააღმდეგები
არიან.
საერთაშორისო პარტნიორების რჩევის, მოქალაქეთა პროტესტისა და
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად „ოცნებამ“ კანონპროექტი
რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი
დაპირისპირების შემდეგ დატოვეს. სხდომას ოპოზიციის კვოტით მხოლოდ
"ოცნების" სატელიტი "ევროპელი სოციალისტები" ესწრებოდნენ.
რუსულ კანონს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის 73 „ქართული
ოცნებიდან“, 9 - ხალხის ძალიდან, ერთი კი ევროპელი სოციალისტებიდან
იყო.
მასალის გამოყენების პირობები