სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნატო ხელაძე
პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
მისი უფლებადამცველის, მაგდა კოტრიკაძის თქმით, ქალს მკვლელობის
ბრალდება მოეხსნა.
სამტრედიაში, 2 აპრილს, მამაკაცი მოკლეს, რისთვისაც პირველ ეტაპზე,
ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული მამაკაცის
მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი
მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური
კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა
და ნათესავმა სცემეს.
„აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის
შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი
შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის
შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე
მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის
თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ
პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშაული - მეუღლის მკვლელობა
დაიბრალა და თავად აღიარა“,- აღნიშნულია პროკურატურის
განცხადებაში.
სამართალდამცავებმა, მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, 4
პირი 5 აპრილს დააკავეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა
ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას ბრალდება სსსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ და
„მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის
დაფარვის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე მუხლის 11
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის
სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ორ პირს კი ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
(ცემა ჯგუფურად) და 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი
მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
საქმეზე) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
სამტრედიაში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე გარდაცვლილის
მეუღლემ არჩადენილი დაინაშაული დაიბრალა - პროკურატურა
„ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მალე
გაათავისუფლებენ“ - ბრალდებულის ადვოკატი
იმერეთში, ქმრის მკვლელობისთვის ბრალდებით დაკავებულს16-დან
20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
მასალის გამოყენების პირობები