ახალი ამბები
"რა თქმა უნდა, დავრეგისტრირდებოდი"- ქუთაისის მერი რუსულ კანონპროექტზე
FaceBook
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს "შეცდომაშია შეყვანილი".

ჟურნალისტის კითხვაზე: დარეგისტრირდებოდა თუ არა ის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად", იოსებ ხახალეიშვილმა განმარტა, რომ "რა თქმა უნდა" დარეგისტრირდებოდა, რადგან ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. 

"უცხო ქვეყნის აგენტზე არ არის საუბარი. მე კეთილგონივრულად და კეთილსინდისიერად შევასრულებდი ყველა იმ დავალებას, რასაც სახელმწიფო ითხოვდა, რომ უფრო მეტის გაკეთება შევძლო ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, დავრეგისტრირდებოდი, იმიტომ რომ წარმოვადგენდი ყველა იმ დოკუმენტაციას, რომელიც საშუალებას მომცემს, თუ მართლა მინდა გრანტის მეშვეობით დავეხმარო ჩვენს ქვეყანას, დავეხმარებოდი და გავაკეთებდი, რა არის პრობლემა? მე როცა ვსაქმიანობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში, ძალიან კარგად იცით ყველამ, 15 წლიანი გამოცდილება მაქვს. სად, რომელ ოთახში და რომელ კაბინეტში მიწევდა ანგარიშების ჩაბარება, ეს შეგიძლიათ იკითხოთ, აგერ მეორე სართულზე რამდენიმე ოთახს დაგისახელებთ, ვინც იჯდა მაშინ“, - განმარტა იოსებ ხახალეიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერს გასულ წელს იგივე რუსულ კანონპროექტზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. იოსებ ხახელიშვილი მაშინ ამბობდა, რომ ეს მხოლოდ კანონპროექტი იყო და "მის შეფასებას ამ ეტაპზე ვერ გააკეთებდა". წელს კი, თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები რუსული კანონის მხადამჭერ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ. 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად "ჩაგდებული" პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუწია.

ამასთანავე, "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ ხელმეორედ მაინც დააინიციირეს.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,
საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის
მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
15:03 / 17.12.2024

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

17 დეკემბერს, ქუთაისში, სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და
პროფესორ-მასწავლებლების პროევროპული აქცია გაიმართება.
11:14 / 17.12.2024
17 დეკემბერს, ქუთაისში, სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პროფესორ-მასწავლებლების პროევროპული აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.