გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში
ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში
30-32 გრადუსი დაფიქსირდება, დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის
მიმართულების ქარიც.
დოდო გვაზავას განმარტებით, 19-20 აპრილს მოიღრუბლება და
აგრილდება, შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 21 აპრილს
კი უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები