ქუთაისის საკრებულოში დამოუკიიდებელი დაპუტატი დარეჯან ფხაკაძე
გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ
გარდაიცვალა.
დეპუტატი სიმსივნეს ებრძოდა.
დარეჯან ფხაკაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს
წევრი, 2021 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად
გახდა.
ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარტიის დაარსების დღიდან იყო.
გასული წლის ნოემბერში კი ენმ-ის პარტია და ფრაქცია დატოვა და
დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძო საქმიანობა.
მასალის გამოყენების პირობები