ახალი ამბები
აქვს თუ არა "რუსულ კანონს" ორგანიზაციების მუშაობის "გამჭვირვალობის" უზრუნველყოფის მიზანი?
FaceBook
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ იგივე "რუსული კანონის" მომხრეების არგუმენტი უმეტეს შემთხვევაში არასამთავრობოებისა და მედიის მუშაობის მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნაზე გადის.

"ნუ გეშინიათ გამჭვირვალობის", ამ სლოგანს აფრიალებენ  "რუსული კანონის"  მომხრეები.

ემსახურება თუ არა ეს კანონპროექტი მეტ განჭვირვალებას?

აკლია თუ არა ქართულ კანონმდებლობას ორგანიზაციების მუშაობის მაკონტროლებელი სამართლებრივი მექანიზმები?

"ამ კანონს არ აქვს რაიმე პრობლემის მოგვარების მიზანი", - ამბობს ადვოკატი ვალერი თევდორაძე.

მისი განმარტებით, ზოგადად, კანონი მიიღება რაიმე ისეთი საკითხის დარეგულირებისთვის, რაც იქამდე არ იყო დარეგულირებული.

"მაგალითად, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიღებული იქნა იმის გამო, რომ მანამდე ეს საკითხი არ ყოფილა კანონმდებლობით ზუსტად დარეგულირებული, ან კიდევ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მიიღო პარლამენტმა 2015 წელს, რადგან მანამდე არ იყო ეს სფერო დარეგულირებული. ხოლო ეს კანონპროექტი არაფერს არეგულირებს, რაც აქამდე არ იყო რეგულირებული", - აღნიშნავს ვალერი თევდორაძე.

ადვოკატი აკეთებს ჩამონათვალს თუ  რომელი კანონები არეგულირებენ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მუშაობის კანონიერებას და გამჭვირვალებას:


  • ნებისმიერი სახის და მოცულობის თანხის კონტროლი მკაცრად რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ.

  • გრანტის განმარტება და ვის შეუძლია მიიღოს გრანტი, რეგულირდება "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონით.


"რეალურად ცხადია, რომ ამ კანონპროექტს აქვს სხვა დანიშნულება: ჩემი მოსაზრებით ესაა საზოგადოებაში ურთიერთდაპირსპირების გაღრმავება, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების სახით მტრის ხატის შექმნა, არასამთავრობო სექტორის "მორჯულება" და მხოლოდ მთავრობის მაქებარი არასამთავრობოების შენარჩუნება, ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნება და საამისოდ ყველა კრიტიკულად განწყობილი ხმის ჩახშობა. სწორედ ამის გამო არის ეს კანონპროექტი რუსული და მისი წარმოჩენა სხვა სახით, მთელი ადმინისტრაციული რესურსის რუპორად გამოყენების მიუხედავად, უშედეგოა", - ამბობს იურისტი ვალერი თევდორაძე.

იურისტი მიუთითებს, რომ ახლანდელი რედაქცია თითქოს არაფერ განსაკუთრებულს არ შეიცავს, თუმცა მიღების შემთხვევაში მასში შევა მრავალი ცვლილება, რომელიც უფრო და უფრო დამსჯელ ფუნქციას შესძენს მას.

"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტი მეორედ დააინიცირა. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის", ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, "უცხოური ძალის" სტატუსს მიანიჭებს.

კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.