ქუთაისელი მუსიკოსი ნინი გიორგაძე ჯულიარდისა და მანჰეტენის სკოლის
მაგისტრანტი სრული დაფინანსებით გახდა.
ნინი მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და
#1 სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულია.
მოცარტის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, მევიოლინე ნინი
გიორგაძე 6 წლიდან უკრავს.
2010 წლიდან ის ხელოვნების აკადემიის წევრი გახდა, 2012 წელს კი
საქართველოს მე-5 ეროვნულ კონკურსზე იაპონიის საელჩოს სტიპენდიით
დაჯილდოვდა. ნინის ასევე მიღებული აქვს ლიანა ისაკაძის სპეციალური
პრიზი.
2013-2014 წლებში ის გამოდიოდა საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად
გერმანიაში, ინგოლშტატში, დირიჟორ ლავარდ სკოუ-ლარსენთან ერთად. მან
ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად გამართულ
ტურნეზე ქვეყნის გარშემო.
ამჟამად, ნინი მანჰეტენის სამუსიკო სკოლაში ნიკოლას მანის კლასში
სწავლობს.
ამ ოთხი წლის განმავლობაში, ამერიკაში, ნინიმ ლილიან ფუქსის კამერული
ანსამბლის კონკურსში ორჯერ გაიმარჯვა. მასტერკლასები მიიღო შიაო
ვანგისგან, მიჰაელა მარტინისგან, პიტერ შუჰმაიერისგან, კოლია
ბლახერისგან. იგი ქალაქ მისტიკის კამერული ანსაბლის ფესტივალის წევრია
და მიმდინარე წლის მაისში ამავე ფესტივალზე ამერიკის სიმებიან
კვარტეტთან ერთად უკრავს.
2024 წლის ზაფხულში ნინი მიწვეულია თავის კვარტეტთან ერთად, როგორც
ცენტრუმ პორტ ტაუნსენდის კამერული ანსაბლის ფესტივალზე, ასევე "ანკორ"
სიმებიან კვარტეტის ფესტივალზე.
„ოცნების“ მიერ ინიცირებული „რუსული
კანონის“ მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეები
"უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტებად"
ჩაითვლებიან.
მასალის გამოყენების პირობები