ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმართული კამპანია - პლაკატები ქუთაისში
FaceBook
„ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე "რუსული კანონის" დაინიცირების შემდეგ, ქუთაისის ქუჩებში პლაკატები გამოჩნდა.
“სამშობლო არ იყიდება” – ამ შინაარსის პლაკატები ქალაქის ცენტრალური ბულვარის დროებით შემოსაზღვრულ ღობეზეა გამოკრული.

ფოტოებზე არასამთავრობო ორგანიზაციების  ხელმძღვანელი პირები და  ოპოზიციური პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიაა გამოსახული.



ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის - ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის შემცვლელი ქარდები და პლაკატები ონლაინ სივრცეში თითქმის ერთი კვირაა  ვრცელდება. 

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ ხელმეორედ დააინიციირა, მთავრობის პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებისა და ანონიმურად მოქმედი გვერდების მხრიდან სოციალურ მედიაში კანონპროექტის შესახებ დარეკლამებული კამპანია დაიწყო.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ფეისბუქის გვერდებსა და ინსტაგრამის ანგარიშებზე კანონპროექტთან დაკავშირებული 120-მდე რეკლამა გამოქვეყნდა. მათ შორის, საინფორმაციო ბარათები („ქარდები”), რომლებშიც მანიპულაციურადაა ახსნილია, თუ რას გულისხმობს კანონპროექტი და მითითებულია, თუ ვისზე გავრცელდება ის.

როგორც ISFED-ში განმარტავენ, გავრცელებული გზავნილებით აპელირება ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ხდება და ზოგადი კონტექსტი კი მიჩქმალულია.

მათივე თქმით, პროსახელისუფლებო აქტორებისა და ანონიმური გვერდების მიერ დარეკლამებული პოსტების ნაწილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელ გზავნილებს მოიცავს.

3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. უცხოური აგენტების კანონის ინიციირებას კვლავ გეგმავს. კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი ადგენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. პირველ მოსმენაზე მას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუწია. ამასთანავე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.