ხონში, სოფელ ნახახულევში მომხდარი ავარიის შედეგად 10 ადამიანი
მსუბუქად დაშავდა.
შემთხვევა გუშინ, 7 აპრილს, მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პოლონელი ტურისტების მიკროავტობუსი გზიდან
გადავიდა და წყლის არხში ჩავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების ჯგუფები.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები