ახალი ამბები
ჭიათურაში, "საშევარდნოს" კლდეზე, სათავგადასავლო ექსტრემალური ბილიკი მოეწყობა
FaceBook
ჭიათურაში, ე.წ საშევარდნოს კლდეზე, ვია ფერატას მოწყობა იგეგმება, რისთვისაც მერია ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
პროექტს, რომლის ღირებულებაც 300 000 ლარია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GiZ) და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ერთობლივად დააფინანსებენ.

პროექტის ფარგლებში, ჭიათურაში, რუსთაველის ქუჩიდან „საშევარდნოს“ გადასახედამდე, სათავგადასავლო ექსტრემალური ბილიკი პროფესიონალი მეკლდეურებისთვის და მოქალაქეებისთვის მოეწყობა.

როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, საშევარდნოს“ კლდე ვია ფერატას აღმასრულებელმა გუნდმა უკვე შეისწავლა და დაადგინა, რომ იგი ბილიკის მოსაწყობად ვარგისია.

"რადგან ქალაქის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, ვია ფერატა დააკავშირებს ქალაქის ქვედა და ზედა ნაწილს. გამომდინარე აქედან, ვიზიტორებს საშულება ექნებათ ვია ფერატას ბილიკის გავლით მოხვდნენ ისეთ ადგილას, საიდანაც პანორამა იშლება მთელ ქალაქზე.

სამომავლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ზიპლაინის მოწყობაც, რომელიც „საშევარდნოს“ კლდეს დააკავშირებს კულტურის ცენტრთან და ყოფილი პიონერთა სასახლის ტერიტორიაზე არსებულ სკვერთან",- განმარტავენ ჭიათურის მერიაში.

აღსანიშნავია, რომ ახალი ტურისტული სერვისი, ევროპასა და მსოფლიოში სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი - ვია ფერატა, საქართველოში და მთელს კავკასიაში, პირველად, 2021 წელს, სწორედ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში გაკეთდა. ამჟამად მეორე ვია ფერატა ჭიათურაში, ე.წ. საშევარდნოს კლდეზე გაკეთდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.