შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის, იმერეთის და გურიის
პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის
ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია.
შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ნარკოტიკების უკანონო გასაღების
ბრალდებით დაკავებული პირებისგან კი მოსამართლის განჩინების
საფუძველზე, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო
შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
დაკავებულებს შორის როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის
მოქალაქეები არიან.
დაკვებული 14 ადამიანიდან 1 პირი იმერეთში დააკავეს. აღმოჩნდა, რომ
პ.ჯ ნარკოტიკულ საშუალებას „ბუპრენორფინი'' ჰყიდდა. დაკავებულთან
განახორციელეს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული
აუდიო-ვიდეო გადაღება.
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,
18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები