გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 აპრილს მოსალოდნელი ამინდის შესახებ
მოქალაქეებს აფრთხილებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4
აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი.
ამასთან, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს
საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია
სეტყვაც.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ნალექიანი ამინდები
საქართველოში 7 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები