3 აპრილს ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა მიეცემათ 35-ზე მეტი კომპანიის
წარმომადგენელს შეხვდნენ და 350 -ზე მეტ ვაკანსიას გაეცნონ.
ფორუმზე ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება: საბანკო, საფინანსო,
საწარმო, სამედიცინო, აიტი, საოფისე, სასტუმრო, გაყიდვების,
სარესტორნო მიმართულებით.
გარდა დასაქმების შესაძლებლობისა, პირველად, ქუთაისის ფორუმის
ფარგლებში, მოეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხე, სადაც
ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები, ახალგაზრდებს,
საკუთარ სასწავლო პროგრამებსა და ფაკულტეტებს გააცნობენ.
ქუთაისის დასაქმების ფორუმი, 3 აპრილს, 14:00 დან – 16:00 საათამდე
გაიმართება. მისამართი: სასტუმრო „ქუთაისი ინნ“, დ. აღმაშენებლის 2.
(100 კიბესთან)
დასაქმების ფორუმი დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის
მერიის ორგანიზებით გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები