თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის ძველ
გვირაბში, 3-დან 5 აპრილამდე, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად
განხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ
პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200)
მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აიკრძალება.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო
ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი რიკოთის ძველ გვირაბში პროფილაქტიკური და
დასუფთავების სამუშაოების ჩატარებაა.
მასალის გამოყენების პირობები