გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 4
აპრილამდე, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
მისივე თქმით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 გრადუსი
დაფიქსირდება, ღამის კი 10-12 - გრადუსი.
"4 აპრილის ღამის საათებიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების
ქარი და იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. ასეთი არამდგრადი ამინდები
კვირის ბოლომდე, 7 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე
შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-17 გრადუსამდე
დაიკლებს, ღამის საათებში კი - 9-11 გრადუსამდე",- განმარტავს დოდო
გვაზავა.
მისივე თქმით, 8 აპრილიდან, საქართველოში, უმეტესად, უნალექო ამინდია
მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები