დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური
მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, შაბათს, 30 მარტს,
საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები თბილისის დროით 17:44-სა და 17:50 საათზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრს რაჭა, კერძოდ ონის რაიონი წარმოადგენდა.
პირველის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდა იყო, მეორისა კი - 4.8.
პირველის ეპიცენტრი ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით ათ კილომეტრში,
სოფელ ირიდან კი ერთ კილომეტრში იყო. მეორისა - ასევე ონის
სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამ კილომეტრში, სოფელ სორგითში.
ბიძგები იგრძნობოდა ქუთაისში და იმერეთის სხვა
მუნიციპალიტეტებშიც.
მასალის გამოყენების პირობები