საქართველოში, ტურისა და მგლის პოპულაციების არეალის და რიცხოვნობის
შეფასებაზე
გამოცხადებული ტენდერი [NAT240005983]
შეწყდა.
წინადადების მიღება 5 აპრილს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ველური ბუნების
ეროვნულმა სააგენტომ 355 000 ლარის ღირებულების სახელწიფო შესყიდვა
შეწყვიტა.
"ტექნიკური დავალების ფინანსური და ტექსტური სრულყოფის მიზნით
მიზანშეწონილია ამ ეტაპზე ტენდერის შეჩერება",- აღნიშნულია შესყიდვის
შეწყვეტის ოქმში.
ტენდერი, რომელიც 19 მარტს არის გამოცხადებული, ტურის და მგლის
პოპულაციების არეალიისა და რიცხოვნობის დაზუსტებას, ასევე ველურ
ბუნებაში არსებულ სხვა სახეობებზე მათი გავლენის დადგენას ისახავდა
მიზნად.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი საქართველოს იმ ქალაქებსა
და მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელებულიყო, სადაც გახშირებულია
ცხოველთა თავდასხმები, ანდა შეიმჩნევა მათი რიცხოვნობის ზრდა. ასევე
იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას სხვა
სახეობების პოპულაციებზე.
კერძოდ, კვლევები შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში უნდა
ჩატარებულიყო: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი; დუშეთი,
დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ადიგენი, ახალქალაქი, ახალციხე,
ნინოწმინდა, ჩოხატაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, ჩხოროწყუ, ხობი,
ზუგდიდი, ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, ხელვაჩაური,
შუახევი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, ხარაგაული, ხონი, გორი,
ხაშური, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ასპინძა.
აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და
მდგრადი მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება უნდა
ჰქონოდა.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ტურისა და მგლის პოპულაციების
არეალისა და რიცხოვნობის შეფასების, ასევე მათი მართვის გეგმების
შემუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერს, სავარაუდოდ,
მეორედ გამოაცხადეს.
ამავე თემაზე:
საქართველოში, მათ შორის იმერეთში, ტურებსა და მგლებს
დაითვლიან - ტენდერი გამოცხადებულია
მასალის გამოყენების პირობები