საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში
კომერციული ბანკების მიმართ მომხმარებლების მხრიდან 2 339
საჩივარი დაიწერა,
2022 წლის იმავე პერიოდში - 1 656, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთ
წელში ბანკების მიმართ პრეტენზიები 41,2%-ით გაიზარდა.
საჩივრები შემდეგი მიმართულებებით დაიწერა:
მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1 021 განაცხადი;
სამომხმარებლო სესხი - 629 განაცხადი;
საკრედიტო ბარათი - 120 განაცხადი;
ინტერნეტბანკი – 102 განაცხადი;
იპოთეკური სესხი - 66 განაცხადი;
ოვერდრაფტი - 50;
ბიზნეს სესხი - 45;
მონმენტალური განვადება - 15;
სადებეტო ბარათი - 8;
სალომბარდე სესხები - 6;
ავტოსესხი - 3;
საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - 2 და სხვა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2 339 საჩივრიდან ბანკებმა 1033
განაცხადი - უსაფუძვლოდ, 388 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 913 განაცხადის
შემთხვევაში განხილვა ჯერ დასრულებული არ არის. 5 საჩივრის
შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია
საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
მასალის გამოყენების პირობები