ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის
სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა.
კერძოდ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს დამატებით 4
ადგილიანი 36 ერთეული სავარძელი და რიგის კონტროლის 300 ერთეული
ტენსაბარიერი დაემატა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აღნიშნული მიზნად
აეროპორტის ინფრასტრუქტურისა გაუმჯობესებასა და მგზავრებისთვის
მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით გუშინ
3 უახლესი SHUTTLE BUS დაინიშნა.
აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6
ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები
შეისყიდა.
მასალის გამოყენების პირობები