ქუთაისში, ასათიანის ქუჩა N 96-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე
საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმება.
საუბარია საკონსერვო ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე, რომელზე არსებული
რამდენიმე მიწის ნაკვეთი მერიამ გასული წლის ივლისში 88 050 00 ლარად
გაყიდა.
მიმდინარე წლის მარტში კი საკრებულომ აღნიშნული ტერიტორიის
განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე ნებართვა გასცა.
"ქუთაისში, ასათიანის 96-ში, ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე,
იგეგმება განაშენების დეტალური გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებით
ხელშეკრულების დადება ქალაქის მერთან, რათა მათ შემდეგ მოახდინონ ამ
ტერიტორიის დამუშავება",- განმარტავს მერიის სივრცის დაგეგმარების,
ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი მამუკა კუბლაშვილი.
მისივე თქმით, საკონსერვო ქარხნის ყოფილი ტერიტორია რამდენიმე
მიწის ნაკვეთად დაიყო და მათგან განაშენიანების დეტალური გეგმა 16
მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე შემუშავდება.
"აქ იგეგმება საცხოვრებელი კომპლექსის აშენება, რომელიც არის
საცხოვრებელი არეალი, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც
საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე მწვანე სივრცეები. როგორ რა
განვითარდება, დანარჩენს დოკუმენტი გვიჩვენებს",- განმარტავს მამუკა
კუბლაშვილი.
საქართველოს მთავრობამ აუქციონზე 43 მილიონ 746 250 ლარის ღირებულების
24 ობიექტი 2022 წლის ივნისში გაიტანა. მაშინ საპრივატიზაციოდ
მომზადებული ქონების კატალოგში აღმოჩნდა ასათიანის ქუჩაზე
მდებარე ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანაც, თუმცა აუქციონზე
გატანილი ობიექტებიდან მხოლოდ ერთი გაიყიდა. შედეგად, ქონების
ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში და მის მიმდებარედ არსებული 23 უძრავი
ქონება გასაყიდად, ელექტრონულ აუქციონებზე განმეორებით გამოიტანა.
მასალის გამოყენების პირობები