ახალი ამბები
ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი მე-5 დღეა შიმშილობს
FaceBook
ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი მე-5 დღეა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს.

მსჯავრდებულ გოჩა ცინდელიანის პროტესტი დაწესებულებაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, კვებასა და სამედიცინო მომსახურებას ეხება.

უფლებადამცველ ნენე გუგავას განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურატურას წერილით მიმართა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფაქტი ციხის ადმინისტრაციამ გაიგო, პატიმარს წერილის შინაარსის შეცვლა მოსთხოვეს.

უწყებებთან მიმართულ წერილში აღნიშნულია, რომ N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობაა, რის გამოც პატიმარს 6 თვეა, აბაზანით არ უსარგებლია. მისივე თქმით, ვადაგასული და არაჰიგიენურად მომზადებულია საკვებიც, ამიტომ შემოწმებას სურსათის უვნებლობის სამსახურს სთხოვს. 

"რაც შეეხება სამედიცინო სერვისს, ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტია. ყველა სახის წამლის უხარისხო შემცვლელი მედიკამენტი აქვთ, რომელიც უფრო იაფიანია და ამ მედიკამენტებზეც ხვეწნა უწევთ პატიმრებს. პრობლემაა საავდმყოფოებში გადაყვანაც. ნებისმიერი საოპერაციო თუ რენდგენოგრაფიის, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები ხდება თბილისში მდებარე ვივამედის კლინიკაში, რაც წარმოადგენს დიდ პრობლემას პატიმრებისთვის, ვინაიდან ტრანსპორტირება ხდება არა რეანომობილებით, არამედ ჩვეულებრივი ბადრაგირების მანქანებით. ოპერაციის შემდეგ, ამხელა გზაზე, პატიმრებს არასათანადო ტრანსპორტირების გამო ისევ ურთულდებათ ნაოპერაციები და ისევ კლინიკაში ხდებიან დასაბრუნებლები",- აღნიშნულია პატიმრის წერილში.

გოჩა ცინდელიანი განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, 1 800-მდე პატიმარს მხოლოდ ერთი სტომატოლოგი ემსახურება, რის გამოც რიგში დგომა თვეობით უწევთ. ამასთან, მისივე თქმით, არ ჰყავთ ქირურგი და საკმარისი რაოდენობის ექთანი. 

"მოგეხსენებათ, რომ პატიმრები პროტესტის უკიდურეს ფორმის გამოსახატად ხშირად მიმართავენ სხეულის მძიმე დაზიანებას, რა დროსაც თითოეული წამი წყვეტს ადამიანის ბედს. ქირურგის დროული არჩარევა შესაძლებელია დასრულდეს ფატალურად, რაც არაერთხელ მომხდარა კიდეც",- წერია წერილში. 

პატიმარი ამბობს, რომ მსგავს პირობებში სასჯელის მოხდა წამების ტოლფასია, ამიტომ გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს შესაბამისი რეაგირების მოხდენას სთხოვს. 

ადვოკატ ნენე გუგავას განმარტებით, წერილის დაწერის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხის ადმინისტრაციამ დაიბარა და განცხადების შინაარის შეცვლა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დეესკალაციის ოთახში გადაყვანით დაემუქრა (აღნიშნული გამოიყენება იმ შემთხვევებისთვის, თუკი საკანში მყოფი ბრალდებული საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას). 

"პატიმარი ამბობს, რომ საკნიდან გაიყვანეს სამჯერ, დერეფნის მიღმა, საპროცედურო ოთახში, სადაც ციხის ადმინისტრაციის, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ და ჯიუტად სთხოვდნენ, შეეცვალა განცხადების შინაარსი. მსჯავრდებული არ აპირებს განცხადების შინაარსის შეცვლას, პირიქით, ამბობს, რომ არ შეწყვეტს შიმშილობას, სანამ რეაგირება არ მოჰყვება სათანადო ორგანოების მხრიდან",- განმარტავს უფლებადამცველი ნენე გუგავა.

"ქუთაისიპოსტი" საპასუხოდ ქუთაისის #2 პენიტენციურ დაწესებულებას დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

სახალხო დამცველის პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელი უკვე შეხვდა პატიმარს და საქმეზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

"რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მოგვმართა პატიმარმა, სახალხო დამცველს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა და მიმართული აქვს შესაბამისი სამსახურებისთვის",- განმარტეს ომბუდსმენის პრესცენტრში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.