გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 27 მარტის
ჩათვლით ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს, 25 მარტს, დღის საათებში, ღრუბლიანი ამინდი
შენარჩუნდება და შესაძლოა გაწვიმდეს. ღამით კი უმეტეს რაიონში წვიმაა
მოსალოდნელი.
"26-27 მარტის დილის საათებში იმერეთის რეგიონში მოსალოდნელია წვიმა
და მაღალმთაში - თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 10-11 გრადუსი
დაფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ 28 მარტს, ღამის საათებში, დაბლობ
რაიონებში, 1 გრადუსია მოსალოდნელი",- განმარტავს დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, 27 მარტს, დღის ბოლოს გამოიდარებს და უნალექო
ამინდები 31 მარტის ჩათვლით შენარჩუნდება. ამ პერდიოში ჰაერის
მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები