საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება
ქუთაისის თოჯინების თეატრის მარტის თვის ბოლო კვირის აფიშას
წარმოადგენს.
ქუთაისის თოჯინების თეატრი ექვს სპექტაკლს თავაზობს პუბლიკას:
"სახლობანა", "ბაბაჯანა", "ნაბო", "ოქროს წიწილა", "რწყილი და
ჭიანჭველა" და "წითელქუდა".
კულტურის სამინიიტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის "ქართული თეატრი
2022-2023 წლებში" თანახმად, რომელიც მოიცავს ბოლო ორი წლის 41
სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო თეატრებზე
ინფორმაციას,
თეატრის დატვირთულობის (მაყურებლის დასწრების) მიხედვით საქართველოს
28 თეატრიდან ქუთაისის თოჯინების თეატრი, 86,83%-ით მე-4
ადგილზეა.
თუმცა თეატრი 25-ე ადგილზეა 2023 წელს პრემიერების რაოდენობის
მიხედვით. შარშან თეატრმა მხოლოდ 4 პრემიერა წარმოადგინა.
ბილეთები შეძენა თეატრის სალაროში ან საიტზე:
biletebi.ge - არის
შესაძლებელი.
სხვა ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 0 431 245
205
მასალის გამოყენების პირობები