შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის გამოცდებზე
დარეგისტრირებულთა შუალედურ სტატისტიკას აქვეყნებს.
22 მარტის 10:00 საათის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული
გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა
გაიარა.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 850-ზე მეტმა
სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული
განაცხადი კი 2 700-ზე მეტმა პირმა შეავსო.
2024 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის,
ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყო
და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს
გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ 4 აპრილის 18:00 საათის
შემდეგ ვეღარ დარეგისტრირდებიან.
ცენტრი გამოსაცდელებს ურჩევს, რეგისტრაციის შესახებ ოფიციალურ
ვებგვერდზე:
www.naec.ge გამოქვეყნებულ ინფორმაციას დეტალურად
გაეცნონ.
მასალის გამოყენების პირობები