გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის
მეორე ნახევრამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი
და ნისლი.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება,
გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება
გამოიწვიოს.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხილვადობის
გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ
მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები