ახალი ამბები
ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აღდგა
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის ქუჩა, რომელიც საკანალიზაციო ჭის თავების გამოცვლის გამო ორი დღის მანძილზე გადაკეტილი იყო, გაიხსნა.
საავტომობილო გზა მუზეუმიდან ბალახვნის მიმართულებით 12 მარტს გადაკეტეს, რის გამოც ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა. შესაბამისად, შეიცვალა მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზიც.

სამუშაოებს კომპანია "ბლექს გრუპი" ასრულებდა. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიამ ჯერ საავტომობილო გზა გადაკეტა, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ გაავრცელა აღნიშნულზე  ინფორმაცია, რამაც მძღოლებისთვის პრობლემა შექმნა. 

წერეთლის ქუჩის რეკონსტრუქციაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი (NAT200009623) 2020 წლის ივლისში გამოაცხადა. სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა 6 940 484 ლარის სანაცვლოდ კომპანია შპს "ბლექ სი გრუპმა" აიღო. გზის კეთილწყობითი სამუშაოები 2022 ოქტომბერში დასრულდა, მაგრამ სამუშაოების დასრულების შემდეგ წერეთლის ქუჩაზე ხარვეზები გამოიკვეთა, რომელიც დღემდე ვერ გამოასწორეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.