სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წლის
28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ
შეცვლა 15 მარტიდან იქნება შესაძლებელი.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს
მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან, უქმდება 2011 წლის 28
ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის
მოწმობები.
2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული
(ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს
პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ
ჩანაცვლებას",- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული)
პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით)
უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებსა და
მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.
მასალის გამოყენების პირობები