იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის
ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ბ.-ს პირადი და დროებითი
საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად, ლოკაციებზე
სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები
„კოკაინი“, „მდმა“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“ და „ლსდ“ ამოიღეს, ხოლო,
ბრალდებული გ.ა.-ს ჩხრეკისას, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც
მან ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით
შეიძინა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
შსს-ს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულის ბრალდებით, საქართველოში, ჯამში, 9 პირი დააკავეს,
მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების
უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში
უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და
გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის
უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე
პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები