ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, მუნიციპალურ ავტობუსს "წრიულს"
საკანალიზაციო ჭაში ბორბალი გაეჭედა.
"უხვევდა და მოხვევისას აღმოჩნდა ჭაში, ვეღარ მიდის ახლა", - განმარტა
ერთ-ერთმა მგზავრმა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
წერეთლის ქუჩაზე საკანალიზაციო
ჭის თავებს
ცვლიან, ამიტომ, სამუშაოების გამო, გზა ისტორიული მუზეუმიდან
ბალახვნის ცენტრამდე
გადაკეტილია.
დროებით შეცვლილია მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზებიც.
მასალის გამოყენების პირობები