2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ
კომერციულ ბანკებს 632,9 მლნ ლარის ღირებულების ქონება აქვს
მისაკუთრებული.
ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.
ყველაზე მეტი ღირებულების ქონება თიბისი ბანკმა დაისაკუთრა (276 557
635 ლარი).
ნახეთ რომელ ბანკს რა ოდენობის ქონება აქვს დასაკუთრებული
მოქალაქეებისგან:
თიბისი ბანკი -276 557 635 ლარი;
საქართველოს ბანკი – 268 967 986 ლარი;
ვითიბი ბანკი ჯორჯია – 22 290 851 ლარი;
ბაზის ბანკი – 18 235 138 ლარი;
ტერა ბანკი - 15 786 080ლარი;
კრედო ბანკი - 13 792 672 ლარი;
ხალიკ ბანკი – 13 540 907 ლარი;
ლიბერთი ბანკი – 2 225 182 ლარი;
პროკრედიტ ბანკი – 68 700 ლარი;
იშ ბანკი საქართველო - 1 349 093 ლარი;
ირაათ ბანკი - საქართველო - 67 640 ლარი.
2023 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი
ოპერირებდა.
მასალის გამოყენების პირობები