პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს
მოქალაქე პოლონეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
27 წლის ფეხბურთელი პოლონეთში ქუთაისიდან მიფრინავდა.
„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღმოჩნდა, რომ უცხოელი IT
მონაცემთა ბაზაში იყო, როგორც მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უარი
უნდა ეთქვა შენგენის ზონაში შესვლაზე ან დარჩენაზე, როგორც
არასასურველი პირი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“,- აღნიშნულია
განცხადებაში.
პოლონური მხარის ინფორმაციით, ფეხბურთელის გამგზავრება ქუთაისში 12
მარტს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები