გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში
მოზარდების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის
ერთ-ერთ სოფელში მცირეწლოვან მოსწავლე გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში
მხილებული პედაგოგი დაკავებულია.
დამნაშავე შსს-მ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული
სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1962 წელს დაბადებული გ.
კ. არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით
დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში სამი
მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 27 თებერვალს თბილისში
დააკავეს.
გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს
141-ე მუხლით.
იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ფიზკულტურის 54 წლის პედაგოგი
12 და 14 წლის მოსწავლე გოგონებზე სექსუალურ
ძალადობაში ამხილეს.
მასალის გამოყენების პირობები