ავტოსაგზაო შემთხვევაა მოხდა ქუთაისი-წყალტუბოს გზატკეცილზე,
სადაც ერთამენთს მექორწილეების მანქანები შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
"სწრაფად მოძრაობდნენ და ერთმანეთს შეეჯახნენ. დიდი ავარიაა," -
ამბობენ თვითმხილველები.
ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო,
რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები