საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
მონაცემების მიხედვით, 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებებში 15 5 000 სტუდენტი ჩაირიცხა.
ეს მაჩვენებელი გაზრდილია 2022 წელთან შედარებით. (9.9 %-ით
მეტი).
რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების
რაოდენობით ლიდერობს თბილისი (38.1%), რომელსაც მოსდევს აჭარა
(17.2%), იმერეთი (10.4%), სამერელო-ზემო სვანეთი (9.7%), კახეთი
(4.8%) და ქვემო ქართლი (7.8%).
2023 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე,
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა,
აქედან რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა
ქ.თბილისში (42.4%),
მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი (10.2%). მესამეზე -
იმერეთი - 9,5%. ასევე, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს, პროფესიული
პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 8.1 ათასი შეადგინა.
კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და
მშენებლობის (26.4%), მომსახურებების (19.2%), ბიზნესის,
ადმინისტრირების დასამართლის (13.1%) პროგრამებზე.
2023 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 - კერძო.
მასალის გამოყენების პირობები