ხვალ, 29 თებერვალს, ქუთაისის 60 000-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგების
მიწოდება შეუწყდება.
მიზეზი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქვიტირის სატუმბ სადგურზე 1000
კუბიანი რეზერვუარის მშენებლობაა.
მოსახლეობას წყლის მიწოდება 29 თებერვლის 07:00 საათიდან 1
მარტის 24:00 საათამდე შეეზღუდება.
ქუჩების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://water.gov.ge/page/map
საქართველოს გაერთიანებული წყაომომარაგების კომპანიის ინფორმაციით,
რეზერვუარის მშენებლობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის
რეზერვუარისა და სამტრედიის წყალარინების სატუმბი სადგურის
რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოების ფარგლებში
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები