ახალი ამბები
ფანჩატური, მზა საკვების ჯიხური - კიდევ რისი მოწყობა იგეგმება "მოდინახეს" ციხის ტერიტორიაზე
FaceBook
„მოდინახეს“ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ფანჩატურის, საპირფარეშოსა და მზა საკვების სარეალიზაციო ჯიხურის მოწყობა იგეგმება.
ამ მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია 101 614 ლარის  ღირებულების ტენდერს [NAT240002763] აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ევალება ციხის ტერიტორიაზე პირუტყვისა და ტრანსპორტის შემზღუდავი ბარიერის მოწყობაც.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 25 თებერვალს დაიწყო და პირველ მარტს დასრულდება.

პროექტის მიხედვით, ასეთი უნდა იყოს მზა საკვების სარეალიზაციო ჯიხური

საპირფარეშო

მოდინახეს ციხე გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. ის XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერაა აშენებული.

გადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით აბაშიძეს) პაპუნა წერეთელისათვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“.

ციხე ცნობილი არქეოლოგიური ძეგლიცაა და მას სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდა. მისი აღება მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ის დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშორებულია და ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ მისი დამორჩილება იერიშით ვერავინ შეძლო. 

მოდინახე ციხის რეაბილიტაცია 2018 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და მისი აღდგენა 2020 წელს დასრულდა.

ამავე თემაზე:

საჩხერე - მოდი ნახე (ვიდეო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.